03 ოქტომბერი 2024,   15:19
ვრცლად
სახალხო დამცველი ბათუმის მესამე საპყრობილეში პატიმრებისათვის პირობების არარსებობაზე საუბრობს

ბათუმში ციხეში შექმნილ ვითარებას სახალხო დამცველი სპეციალური განცხადებით ეხმაურება. ის ყურადღებას ამახვილებს ბათუმის N3 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებულ პრობლემებზე.

უჩა ნანუაშვილის თქმით, საპატიმროში არსებული პირობები უარყოფით ზეგავლენას ახდენს პატიმრების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. ომბუდსმენი მოუწოდებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, რომ მიიღოს ყველა ზომა ჩამოთვლილი პრობლემების აღმოსაფხვრელად.

"დაწესებულებაში არსებობს ვენტილაციის, წყლის მომარაგების პრობლემა, არ მოქმედებს არცერთი სარეაბილიტაციო პროგრამა და არ გამართულა არცერთი კულტურული და სპორტული ღონისძიება. აღმოსავლეთ საქართველოდან გადმოყვანილ პატიმრებს ექმნებათ  ოჯახთან და ადვოკატთან კავშირის შენარჩუნების პრობლემა. სამარტოო საკნებში არ არის ადამიანის ღირსებასთან თავსებადი პირობები. მონიტორინგმა ასევე გამოავლინა, რომ დაწესებულებაში არის სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული პრობლემები", - აღნიშნულია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სახალხო დამცველის წარმომადგენლები მთელი ღამის განმავლობაში სწავლობდნენ საპყრობილეში არსებულ მდგომარეობას, სადაც შიმშილობა 22 ნოემბერს 39-მა პატიმარმა დაიწყო. 

ამავე თემაზე
დღის ამბები