03 ოქტომბერი 2024,   15:24
ვრცლად
„ვარდების რევოლუცია" არის სასწაული, რომელსაც შენარჩუნება სჭირდება" - ანდრეი ილარიონოვი

„ვარდების რევოლუციამ სასწაული მოახდინა. ეს არის არა მარტო საქართველოს ეკონომიკური, ან პოლიციის  რეფორმები, არამედ ეს არის მაგალითი თუ როგორ შეიძლება შეიქმნას ახალი საზოგადოება, ახალი ქვეყანა“, - ასე აფასებს 2003 წელს საქართველოში მომხდარ რევოლუციას ფონდ «ეკონომიკური ანალიზის ინსტიტუტის» პრეზიდენტი ანდრეი ილარიონოვი.

მისი თქმით, რევოლუციას დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი პოსტსაბჭოთა სივრცისთვის.

„არსად არ განხორციელებულა ასეთი მასშტაბური რეფორმები ასეთ მოკლე დროში. ეს არის ფენომენალური მიღწევა, სასწაული, რომელსაც შენარჩუნება სჭირდება“, - აღნიშნა ილარიონოვმა და განმარტა, რომ  ადამიანს შეუძლია ბანდიტური ქვეყნიდან ახალი სახელმწიფო შექმნას და ასევე ეს ყველაფერი გაანადგუროს.

"ვარდების რევოლუციის" იუბილე შეაფასა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი კანდელაკმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ მოვლენამ საქართველო ამოათრია პოსტსაბჭოთა ჭაობიდან. 

ამავე თემაზე
დღის ამბები