03 ოქტომბერი 2024,   15:14
ვრცლად
უამინდობამ ბათუმის ნაწილი დატბორა - შავი ზღვის სანაპიროზე შტორმია გამოცხადებული

დღეს შავი ზღვის სანაპიროზე 5 ბალის სიმძლავრის შტორმია გამოცხადებული. უამინდობის შედეგად დატბორილია ბათუმის ძველი ბულვარის ტერიტორია. წყალი ანბანის კოშკამდეა მოსული. დაზიანებულია ინფრასტრუქურა - განათებები, მცენარეები. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.

ამ დროისთვის მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები. დატბორილი ტერიტორია ბათუმის ხელისუფლების წამომადგენლებმა დაათვალიერეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები