09 ოქტომბერი 2024,   18:24
ვრცლად
ვენაში ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს

ვენაში ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ხვალ უნდა დასრულდეს, თუმცა მხარეები კონკრეტული შეთანხმების მიღწევას ვადის ამოწურვამდე სავარაუდოდ ვერ შეძლებენ.

ამერიკის შეერთებული შტატებისა და გერმანიის დელეგაციების შეფასებით, მხარეები აქტიურად მუშაობენ, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს სერიოზული უთანხმოებები, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ მოლაპარაკებები რამდენიმე დღით გაახანგრძლივონ. საერთაშორისო გაერთიანება სანქციების მოხსნის სანაცვლოდ ოფიციალური თეირანისგან ბირთვული პროგრამის შეჩერებას მოითხოვს.

დღის ამბები