03 ოქტომბერი 2024,   15:21
ვრცლად
საზეიმო წირვას სამების ტაძარში პრემიერი და პრეზიდენტი დაესწრნენ

სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას საქართველოს პრეზიდენტი და  პრემიერმინისტრი ოჯახებთან ერთად დაესწრნენ.

გიორგი მარგველაშვილმა დღევანდელი დღე მთელს საზოგადოებას, განსაკუთრებით კი იმ ადამიანებს მიულოცა, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საზღვარგარეთ და განსაკუთრებულ გაჭირვებაში იმყოფებიან.

„ეს დღე არის განმანთავისუფლებელი, ბოროტებაზე კეთილის გამარჯვების სიმბოლო და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენთან სიკეთეც გაიმარჯვებს და საქართველოც ბევრად უფრო გაძლიერდება და გამთლიანდება“, - აღნიშნა მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ოკუპირებულ აფხაზეთსა და ოსეთში მცხოვრებ ხალხს გიორგობის დღესასწაული განსაკუთრებულად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემაც მიულოცა.

მან აღნიშნა, რომ ეს ადამიანები დროებით არიან მოწყვეტილი საკუთარ სამშობლოს.

პატრიარქმა ბიძინა ივანიშვილიც დალოცა და განაცხადა, რომ მან უდიდესი წვლილი გაიღო სამების ტაძრის მშენებლობაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს სამების ტაძარს 10 წელი შეუსრულდა. ეს დღე წირვაზე მისულმა ქალაქის მერმა, დავით ნარმანიამაც განსაკუთრებით აღნიშნა და მრევლს გიორგობასთან ერთად მიულოცა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები