03 ოქტომბერი 2024,   15:15
ვრცლად
ილია მეორემ ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა

ილია მეორემ დღევანდელ ქადაგებაში მადლობა გადაუხადა საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრს, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს. პატრიარქმა აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილმა უდიდესი წვლილი გაიღო სამების ტაძრის მშენებლობაში.

„ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდნენ ეკლესიას, და ვერ მოერევიან იმას, რომელიც აშენებს ეკლესიას“, - განაცხადა პატრიარქმა.

ილია მეორემ პირადად მიულოცა გიორგობის დღესასწაული საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერს, მინისტრთა კაბინეტის წევრებს და ქალაქ თბილისის მერს, რომლებიც ესწრებოდნენ საზეიმო წირვა-ლოცვას სამების ტაძარში.  

პატრიარქმა ყურადღება გაამახვილა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მცხოვრებ მოქალაქეებზე და მათ განსაკუთრებით მიულოცა დღევანდელი დღე. მან ასევე აღნიშნა, რომ ისინი დროებით არიან მოწყვეტილი სამშობლოს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები