03 ოქტომბერი 2024,   15:13
ვრცლად
ახალი საკოორდინაციო შტაბი მოსახლეობას ციტრუსის ჩაბარებაში დაეხმარება

საწარმოებში მანდარინის ორგანიზებულად ჩაბარების მიზნით საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა ბათუმში. შტაბის პირველ სხდომას საქართველოსა და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრები, უწყების სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრნენ.

ოთარ დანელიამ და ზაურ ფუტკარაძემ შტაბის წევრებთან ერთად ქობულეთში ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო მოინახულეს. კომპანიები სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის შესყიდვის შემთხვევაში სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ.

მანდარინის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის ბიუჯეტი 2 მილიონ ლარს შეადგენს. სახელმწიფო პროგრამა პირველ თებერვლამდე გაგრძელდება.

დღის ამბები