03 ოქტომბერი 2024,   15:24
ვრცლად
გადაუღებელი წვიმების შედეგად სამტრედიაში 50-მდე ოჯახი დაიტბორა

გადაუღებელი წვიმების შედეგად სამტრედიის ქუჩები და 50-მდე ოჯახი დატბორილია.

წყალი საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზეა შევიდა, თუმცა მას სერიოზული ზიანი მოსახლეობისთვის არ მიუყენებია.

ადგილობრივ გამგეობაში აცხადებენ, რომ წვიმის დროს სამტრედიაში ამ პრობლემას ყოველთვის აწყდებიან, რადგან სანიაღვრე არხები გასაწმენდია და ვერ უმკლავდება დიდი რაოდენობით წყლის ნაკადს.

როგორც სამტრედიის გამგებელმა ვალერი ფოცხვერიამ „კურიერის“ ჟურნალისტთან საუბრისას განაცხადა, არხების გაწმენდის საშუალება მათ არ აქვთ და ამაში ყოველწლიურად სამხარეო ადმინისტრაცია ეხმარება.

ინფორმაცია დატბორილი ტერიტორიების შესახებ სამხარეო ადმინისტრაციაში უკვე გადაცემულია. სპეციალური ტექნიკის გამოყოფამდე კი მოსახლეობა სახლებიდან და ქუჩებიდან წყლის ამოტუმბვას საკუთარი ძალებით ცდილობს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები