09 ოქტომბერი 2024,   18:18
ვრცლად
პუტინი - პოლიტიკური აუტსაიდერი

პუტინი – პოლიტიკურ აუდსაიდერად დასავლეთმა უკვე სცნო. დიდი ოცეულის (G20) სამიტზე მსოფლიო ლიდერებმა რუსეთის პრეზიდენტს ეს ყველაზე მწვავედ აგძნობინეს. პუტინთან პირისპირ საუბარი არავინ ისურვა. მასთან ლანჩზეც უარი თქვეს დიდი ოცეულის სამიტის მონაწილე ლიდერემბა. ყველაზე მოულოდნელი პუტინისთვის მაინც მთავარი მოკავშირის ანგელა მერკლის გზავნილი იყო. მერკლმა პუტინს უკრანის კრიზისის მოსაგვარებლად 2 კვირიანი ვადა დაუწესა. იმ შემთხვევაში, თუ აგრესია არ შეწყდება, ბერლინი მოსკოვს სანქციებით ემუქრება.

სანქციების შერბილება და საერთაშორისო საზოგადოებაში პუტინის ავტორიტეტის რეაბილიტაცია შეუძლებლად მიაჩნიათ ექსპერტებს.

დასავლეთის მიზამიმართული ზეწოლა რუსეთზე სავარაუდოდ უფრო ხანგძლივი იქნება , ვიდრე ეს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს იყო, როცა სანქციები საერთაშორისო საზოგადოებამ დაწესებიდან 6 თვეში მოხსნა. ექსპერტების ვარაუდით , პოზიციების დათმობა პუტინსაც მოუწევს , ვინაიდან დასავლთი პოლიტიკურთან ერთად ეკონომიკური ბერკტებითაც მანიპულირებს. ნავთობის ფასის კლება კრემლზე კომპლექსური შეტევის პირვლი ეტაპია .

დასავლეთი კრემლისგან საპასუხო მოქმედებების მოლოდინშია. დიდი ოცეულის სამიტი პუტინმა ვადაზე ადრე დატოვა. მოუწევს, თუ - არა მას საპრეზიდენტო ვადის ამოწურვმდე წასვლა, ეს 2015 წელს გაირკვევა.  

ამავე თემაზე
დღის ამბები