03 ოქტომბერი 2024,   15:15
ვრცლად
"ვარდების რევოლუციამ" შეცვალა არა მხოლოდ საქართველო," - მიხეილ სააკაშვილი

ვარდების რევოლუციის წლისთავს  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი  საკუთარ facebook-ის გვერდზე ეხმაურება. მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ "საქართველოს დასაკარგი დრო აღარ დარჩა! ვარდების რევოლუციამ შეცვალა არა მხოლოდ საქართველო, არამედ ასეულობით მილიონი ადამიანით დასახლებული რეგიონი," - მიხეილ სააკაშვილი იმ რეფორმებზე ამახვილებს ყურადღებას რაც მისი პრეზინდეტობის დროს ქვეყანაში გატარდა.

"და მაინც წარსულზე ლაპარაკის ნაცვლად ვფიქრობ ახლა ყველამ მომავალზე უნდა ვისაუბროთ. "ვარდების რევოლუციის" წარმატებებზე მეტად მისი მარცხები და შეცდომები უნდა გავიაზროთ. შეცდომები გაკვეთილებად ვაქციოთ და კარგად დავისწავლოთ. იყო ღალატი და იყო თავში ავარდნაც. საქართველოს სჭირდება ახალი ერთობა და ენერგია ყოფნა არ ყოფნის პრობლემებთან გასამკლავებლად და შემდგომი წინსვლისთვის," - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები