03 ოქტომბერი 2024,   15:19
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" ოფისს კვერცხები და პომიდვრები დაუშინეს

ხმაურიანი აქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან „თავისუფალი თაობის“  3 აქტივისტის დაკავებით დასრულდა.

დაპირისპირება სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის ორგანიზატორებმა, „თავისუფალი თაობის“ წარმომადგენლებმა „ნაციონალური“ მოძრაობის" ოფისს კვერცხები და პომიდვრები დაუშინეს და შენობაში დამჭკნარი ვარდების შეტანის მიზნით შეჭრა სცადეს.

სამართალდამცავებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, რასაც „თავისუფალი თაობის“ წევრების დაკავება მოჰყვა.

აქციის ორგანიზატორების თქმით, აქციის მიზანი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისთვის შეეხსენებინათ, რომ მათი დრო წავიდა და საზოგადოებას არ დაავიწყდება ის, რაც მათ გააკეთეს. ამ დამოკიდებულების გამოსახატად „თავისუფალმა თაობამ“ სიმბოლურად დამჭკნარი ვარდები გამოიყენა.

ამ დროისთვის აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან დასრულებულია. 

დღის ამბები