09 ოქტომბერი 2024,   18:14
ვრცლად
ბროძოლა რუსულ აჩრდილებთან - ერთი წელი მაიდნის რევოლუციიდან და ომში ჩაბმული უკრაინა

ბროძოლა რუსულ აჩრდილებთან რომელიც, უკრაინის ევროპულ მომავალს ანადგურებდა, კიევში 21 ნოემბერს დაიწო და 22 თებერვალს დასრულდა. კიევის მაიდანზე საათის ძირში ახალი გმირების მემორიალია, რომელთათვისაც დრო 92 დღიანი ბრძოლისას გაჩერდა. 109 დაღუპულიდან 2 ქართველია - 54 წლის ზურა ხურცია და 33 წლის დათო ყიფიანი. ღირსების რევოლუციიდან ერთი წლის თავზე ორივეს უკრაინის პრეზიდენტმა ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.

ყიფიანის მკვლელობის საქმე uკრაინაში ისევ გამოუძიებელია.

მაიდნის მოვლენებიდან ერთი წელი გავიდა. ახალმა ხელისუფლებამ მშვიდობიან მომიტინგეების წინააღმდეგ იარაღის უკანონოდ გამოყენების ბრალდებით 67 სპეცრაზმელი გაასამართლა, თუმცა ვინ გასცემდა უშუალოდ ხალხის ლიკვიდაციის ბრძანებას, ამის გამოძიება ვერ ხერხდება. აღმოჩნდა, რომ იანუკოვიჩის ხელისუფლებამ საქმის მასალების 90 პროცენტი გაანდაგურა.

ოლეგ მუსეი მაიდნის ერთ-ერთი გმირია, ის სამედიცინო ნაწილს ხელმძღვანელობდა. 109 მოკლულისა და 1100 დაჭრილის ისტორია თითქმის ზეპირად იცის. ერთი წლის თავზე გუშინდელი დღესავით ახსოვს, როდის და რომელი კუთხიდან უტევდა ომონი საკუთარი უფლებების დასაცავად ქუჩაში გამოსულ ხალხს.

ეს იყო ზამთარი, რომელმაც უკრაიანა და უკრაინელები შეცვალა. სამთვიანი აქციების დროს ხალხმა გადააფასა ღირებულებები, რომელიც მათ ცნობიერებაში ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან გაჩნდა. აქციები ახალგაზრდებმა დაიწყეს, მაგრამ მალევე უფროსი თაობაც შეუერთდა. ქუჩაში გატარებული ყოველი დღის შემდეგ კი ეროვნული მოტივები აქ სულ უფრო მეტ ადამიანში ღვივდებოდა.

უკრაინაში გამოუცხადებელი ომია. რუსული ჭურვები ერთდროულად ურტყამს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და ქვეყნის ეკონომიკას. ეროვნული ვალუტა ორჯერ გაუფასურდა, სამხედროებისთვის დახმარებას პირდაპირ ქუჩებში აგროვებენ. ამ მძიმე გარემოებების მიუხედავად კიევში ფიქრობენ, რომ ერთი წლის წინ დაწყებული ბრძოლით უკრაიანას მთავარი მონაპოვარი აქვს - ადამიანის თავისუფლება. ასე ფიქრობს პატრიარქი ფილარეტიც, რომელმაც ერთი წლის წინ ეროპული კურსის დასაცავად ქუჩაში გამოსულ ხალხს მხარდაჭერა პირველმა გამოუცხდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები