03 ოქტომბერი 2024,   15:21
ვრცლად
ანორექსიიდან ბულემიამდე და პირიქით - 14 წელი გაუსაძლის მდგომარეობაში

რთულად გადატანილ ოპერაციას 10 დღის უჭმელობა მოჰყვა. ამის შემდგეგ მარიკამ ნორმალური კვება შეწყვიტა. დიაგნოზი მძიმე და საშიში აღმოჩნდა- ანორექსია რომელიც მოგვიანებით ბულემიაში გადაიზარდა.

მარიკას პერიოდული უმადობა მადის მკვეთრი მომატებით იცვლება. ის საკვებს ერთბაშად გადაჭარბებული რაოდენობით იღებს, მაგრამ სიცოცხლისთვის საჭირო ნივთიერებებით ორგანიზმი მომაგრებას ვერ ასწრებს.

დაავადება, რომელითაც ის უკვე 14 წელია იტაჯება, მსოფლიო მაშტაბით ფსიქიკურ მოშლილობათა შორის სიკვდილიანობით პირველ ადგილზეა.

ყოველი სადილი დიდ სტრესთან არის დაკავშირებული. ხშირად კვების შემდეგ მწვავე ტკივილები ეწყება, ამიტომაც დღის უმეტეს ნაწილს საწოლში ატარებს. მარიკა რომელის წონაც ანორექსიამ 22 კილომდე დაიყვანა სიცოცხლისთვის ყოველდღე იბრძვის. არსებობას გადასხმების საშუალებით აგრძელებს. 

თბილიში მისი მკურნალობა ვერ ხერხდება. ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში მეორე სტადიის ანორექსიით დაავადებული პაციენტებისთვის შესაბამისი სტაციონატი არ არსებობს. მარიკას სიცოცხლის გადასარჩენად მისი უცხოეთი წაყვანაა საჭირო. ოჯახი რამდენიმე წლის წინ სამკურნალოდ უკრაინაში ჩავიდა. მარიკას მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა. მან 8კილოგრამიც მოიმატა მაგრამ მკურნალობის დასრულება უსახსრობის გამო ვერ მოხერხდა.

ფინანსულ პრობლემებს ისიც განაპირობებს რომ ოჯახის ბიუჯეტის უმეტესი ნაწილი მარიკას საჭმელში იხარჯება.

მეკოკიშვილების ოჯახში ამბობენ რომ მათი მთავარი სურვილი მარიკას გამოჯანმრთელებაა. ვისაც შეულია უბრალოდ დაეხმარონ, მარიკაც დახმარების მოლოდინშია. ის ჯერ იმედს არ კარგავს.

ანორექსია უმეტეს შემთხვევაში გადამეტებული დიეტებისა და საკვების შეზღუდვით იწყება. ანორექსია და ბულემიის თავიდან ასაცილებლად მსოფლიოში უფრო და უფრო ხშირად ეწყობა ქალის სხეულის იმიჯის შესაცვლელი აქციები.

დღის ამბები