03 ოქტომბერი 2024,   15:15
ვრცლად
"თავისუფალი თაობის" წევრები რამდენიმესაათიანი დაკავების შემდეგ გაათავისუფლეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან გამართული ხმაურიანი აქციის გამო დაკავებული პირები რამდენიმესაათიანი პატიმრობის შემდეგ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

ვახტანგ მითაიშვილი და თორნიკე შენგელია წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. საქმე 166-ე მუხლით არის აღძრული და სასამართლო პროცესი ხვალ შედგება.

„თავისუფალი თაობის“ გათავისუფლებული აქტივისტები აცხადებენ, რომ მათ მიმართ ზეწოლა და არასათანადო მოპყრობა სამართალდამცავების მხრიდან არ ყოფილა.

შეგახსენებთ, რომ მითაიშვილი და შენგელია მას შემდეგ დააკავეს, რაც მათ „თავისუფალი თაობის“ მიერ ორგანიზებული აქციის ფარგლებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს კვერცხები და პომიდვრები დაუშინეს რის საფუძველზეც სამართალდამცავებთან დაპირისპირება მოუვიდათ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები