03 ოქტომბერი 2024,   15:16
ვრცლად
სამსაათიანი ავარია საქართველოს ელექტროსისტემაში

თითქმის სამი საათის განმავლობაში იყო პარალიზებული საქართველოს ელექტროსისტემა. გარდაბნის თბოელექტროსადგურზე მომხდარი დაზიანების გამო საქართველოს რეგიონებსა და თბილისს ელექტროენერგიის მიწოდება გვიან ღამით შეუწყდა.

სისტემაში მომხდარი ავარიის შემდეგ ელექტროსისტემა ალტერნატიულ წყაროზე გადავიდა და დენის მიწოდება დედაქალაქსა და რაიონებში ეტაპობრივად აღდგა.

ზუსტი მიზეზი, თუ რამ გამოიწვია გარდაბნის თბოელქტროსადგურის დაზიანება, უცნობია. სპეციალისტები ადგილზე მუშაობას დილიდან დაიწყებენ.

ვითარების გასაცნობად საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში გვიან ღამით ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძეც მივიდა.

„სამის ათ წუთზე გარდაბნის ქვესადგურზე მოხდა ავარია, რამაც გამოიწვია ელექტროენერგიის გათიშვა. ფაქტობრივად, ნოლზე დასვა ელექტროენერგიის მიწოდება საქართველოს მასშტაბით. თუმცა 15 წუთში დაიწყო ელექტროენერგიის მიწოდება დასავლეთ საქართველოდან, პირველი იყო ზუგდიდი და ეტაპობრივად მოხდა სხვა ქალაქების ჩართვა და დაახლოებით 02:20 წუთზე დედაქალაქის ჩართვა დაიწყო და მალე ელექტროენერგია მთელ საქართველოს მიეწოდებოდა,“ - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.

დღის ამბები