03 ოქტომბერი 2024,   15:19
ვრცლად
ხანძარს ახალგაზრდა მამაკაცი ესხვერპლა

ხანძარს გორში ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. ცეცხლი გორის გარეუბანში, ე.წ. სადგურის დასახლებაში დილის 6 საათისთვის გაჩნდა. შენობაში მხოლოდ ერთი ადამიანი იმყოფებოდა. ორსართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა. ხანძარი სხვა შენობებზე არ გავრცელებულა. ადგილზე მუშაობდნენ ექსპერტები. ცეცხლის გაჩენის მიზეზს გამოძიება დაადგენს.

"რომ მოვედით, ერთიანად იყო მოდებული სახურავზე და ოთახებში. ხალხმა თქვა, სახლში ბინის პატრონი იქნებაო, ცოტა ხნის ძებნის შემდეგ უკვე დამწვარი ვიპოვეთ," - განაცხადა სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა.

დღის ამბები