03 ოქტომბერი 2024,   15:25
ვრცლად
დასავლეთ საქართველოს მუფთი ჯემალ პაქსაძე გადადგა

დასავლეთ საქართველოს მუფთი ჯემალ პაქსაძე გადადგა. ყოფილი მუფთის განცხადებით, მან გადაწყვეტილება გადადგომის თაობაზე დამოუკიდებლად მიიღო და არანაირი ზეწოლა ამ მხრივ არ ყოფილა. პაქსაძე განმარტავს, რომ მას ბოლო პერიოდში ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და სათანადო ვერ ახერხებდა დაკისრებული მოვალეობის შესრულებას.

„ბოლო თვეების განმავლობაში ვიმყოფებოდი კლინიკა „მედინაში“, მქონდა გულის შეტევა. გადაწყვეტილება გადადგომასთან დაკავშირებით ჩემი სურვილით მივიღე. რეგიონის მუფთებს გავაცანი ჩემი გადაწყვეტილება და დააკმაყოფილეს ჩემი მოთხოვნა," - განაცხადა ჯემალ პაქსაძემ.

მისი გადადგომის შემდეგ დასავლეთ საქართველოს მუფთად რელიგიათა საბჭომ, იმავე მეჯლისმა ხელვაჩაურის მუფთი ბეგლარ ქამაშიძე აირჩია.

ამავე თემაზე
დღის ამბები