03 ოქტომბერი 2024,   15:15
ვრცლად
თოვლი და დაბალი ტემპერატურა - აღმოსავლეთ საქართველოში ამინდი უარესდება

დედაქალაქის მსგავსად, მომდევნო ორი დღის განმავლობაში ნალექი თოვლის სახით მოსალოდნელია აღმოსავლეთ საქართველოს ყველა რაიონში. ითოვებს კახეთშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურა 3 გრადუსამდე გათბება.

უამინდობის შემდეგ გამოიდარებს დასავლეთ საქართველოშიც, თუმცა აღმოსავლეთის მიმართულების ქარი - 27 მეტრი წამში კვლავ შენარჩუნდება.

აღმოსავლეთ საქართველოსგან განსხვავებით, სინოპტიკოსები დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდს ვარაუდობენ, ხოლო ტემპერატურა 13 გრადუსამდე აიწევს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ნალექი აღმოსავლეთ საქართველოში 2 დღის განმავლობაში შენარჩუნდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები