03 ოქტომბერი 2024,   15:20
ვრცლად
ქობულეთში სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის პანსიონი გაიხსნა

კიევის ყოფილი მერის ლეონიდ ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდმა ქობულეთში ბავშვთა უფასო პანსიონი გახსნა. აქ აჭარაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან 50 მოზარდი იცხოვრებს. უკვე შერჩეულია 20 ბავშვი, რომლებიც გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ბავშვთა პანსიონში ხუთშაბათს გადავლენ.

6-დან 13 წლამდე მოზარდებისთვის ფონდმა უკვე შეიძინა სათამაშოები, ტანსაცმელი, საოჯახო ტექნიკა და ბიბლიოთეკა. პანსიონი ბინადრებისთვის უზრუნველყოფს ინგლისური ენის, მათემატიკისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების შესასწავლი კურსების ჩატარებას. ასევე გაიხსნება დამატებითი წრეები სპორტის სხვადასხვა სახეობაში. პანსიონში 17 ადგილობრივი დასაქმდება. მათ შორის იქნებიან მოწვეული ტრენერები და პედაგოგები.

„ფონდის ასპროცენტიანი დამფინანსებელი არის კიევის ყოფილი მერი ლეონიდ ჩერნოვეცკი. ის ორწელიწადნახევარია აქტიურად ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას საქართველოში. დღეს გაიხსნა გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის სახლი, სადაც იცხოვრებენ აჭარის სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები, რომლებიც ცხოვრობენ უკიდურეს გაჭირვებაში, აქვთ საკვების და განათლების ყოველდღიური პრობლემა, ვერ დადიან სკოლაში. ბავშვები გადმოვლენ ამ სახლში და ექნებათ საუკეთესო პირობები,“ - განაცხადა საქველმოქმედო ფონდ ”სოციალური პარტნიორობის” პრეზიდენტმა გიორგი ქვრივიშვილმა.

დღის ამბები