03 ოქტომბერი 2024,   15:21
ვრცლად
მეცხრე ბლოკი კვლავ გათიშულია

კარგად ცნობილი ე.წ. მეცხრე ბლოკი უკვე რამდენიმე საათია არ მუშაობს. ენერგობლოკის გათიშვის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ის გვიან ღამით ავარიულად გაითიშა.

თითქმის სამი საათის განმავლობაში იყო პარალიზებული საქართველოს ელექტროსისტემა. გარდაბნის თბოელექტროსადგურზე მომხდარი დაზიანების გამო რეგიონებსა და თბილისს ელექტროენერგიის მიწოდება გვიან ღამით შეუწყდა.

ავარიის შემდეგ ელექტროსისტემა ალტერნატიულ წყაროზე გადავიდა და დენის მიწოდება ეტაპობრივად აღდგა.

მეცხრე ბლოკის აღდგენით სამუშაოებს „მტკვარ ენერგეტიკი“ ატარებს. კომპანიაში ავარიის მიზეზებს იკვლევენ და მედიასთან დამატებით დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ.

ამ დრომდე უცნობია ისიც, თუ როდის დასრულდება აღდგენითი სამუშაოები.

დღის ამბები