აფენში პოლიციასთან მომხდარი ინციდენტის თვითმხილველი დააკავეს. ის გურჯაანის რაიონის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
თვითმხილველი მოწმის სახით აფენის პოლიციის ქვეგანყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებოდა, კურიერთან საუბრისას ის აღნიშნავდა, რომ მას პოლიციის მხრიდან დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული.
ადგილობრივების თქმით, ნასვამ პოლიციელებსა და ასევე ნასვამ ახალგაზრდებს შორის შელაპარაკება მოხდა, რასაც პოლიცილების მხრიდან ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ინციდენტის შედეგად 2 პირი დააკავეს.
მომხდარის გამო დღეს სოფელ აფენში საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივები დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვდნენ.