ლაგოდეხის რაიონის სოფელ აფენში ორი ახალგზარდა მამაკაცი დააკავეს. ადგილობრივების თქმით, ისინი დაკავებამდე პოლიციელებმა სცემეს. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.
ადგილობრივების თქმით, ოთხ ახალგაზრდას, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, და პოლიციელებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რასაც პოლიცილების მხრიდან ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ადგილობრივების განცხადებითვე, სამართლამდაცველებიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. შელაპარაკების შემდეგ პოლიციელებმა დამატებითი ძალა გამოიძახეს, რის შემდეგაც ადგილობრივები დააკავეს და განყოფილებაში გადაიყვანეს.
აფენის მოსახლეობის თქმით, დაკავებულებს დაზიანებები ძირითადად თავის არეში აქვთ მიყენებული. ერთერთი პირი, რომელიც ამ დროისთვის აფენის პოლიციის ქვეგანყოფილებაში მოწმის საკხით დაკითხვაზე იმყოფება, კურიერთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მას დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული.
დღეს სოფელში საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივები დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდნენ. მათ ამ დროისთვის პოლიციის შენობასთან გადაინაცვლეს, სადაც მომხდარის თვითმხილველის დაკითვა მიმდინარეობს. მისი დაკავების შემთხვევაში, ადგილობრივები საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.