03 ოქტომბერი 2024,   15:24
ვრცლად
ბაჩო ახალაია სოხუმის საქართველოს დედაქალაქად გამოცხადების ინიციატივით გამოდის.

რუსეთის მიერ დე ფაქტო აფხაზეთთან გაფორმებულ ხელშეკრულებას პატიმრობაში მყოფი ბაჩო ახალაია ეხმაურება. ბაჩო ახალაიას წერილი მისივე facebook-ის გვერდზე გამოქვეყნდა.

ახალაიას აზრით, აფხაზეთის ანექსიით სრულიად საქართველოს ემუქრება საფრთხე და მოქალაქეებს ახალი ინიციატივით მიმართავს. ბაჩო ახალაია ფიქრობს, რომ სოხუმი საქართველოს დედაქალაქად უნდა გამოცხადდეს.

პატიმრობაში მყოფი თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია ხელისუფლების საგარეო პოლიტიკასაც აკრიტიკებს.

„ჩვენი ბოლო წლების და განსაკუთრებით, დღევანდელი ქცევები ტრაგიკომიკურია.
გამომდინარე იქიდან, რომ ანექსიის საწინააღმდეგოდ არ ჩანს არანაირი ადეკვატური ქმედების ნიშნები და იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლების ლიტონი სიტყვები და ცარიელი განცხადებები მხოლოდ ვნებს ჩვენს ერთიანობას, გთავაზობთ საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივას, რომლის მიხედვით საქართველოს დედაქალაქად უნდა გამოცხადდეს უძველესი ქართული ქალაქი სოხუმი,“ - ნათქვამია ბაჩო ახალაიას წერილში. 

დღის ამბები