03 ოქტომბერი 2024,   15:17
ვრცლად
ტურიზმის დეპარტამენტს გიორგი ჩოგოვაძე უხელმძღვანელებს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელად გიორგი ჩოგოვაძე დაინიშნა. ჩოგოვაძე საზოგადოებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დიმიტრი ქუმსიაშვილმა წარუდგინა.

გიორგი ჩოგოვაძე ESM-ის კურსდამთავრებულია. იგი ბიზნესის მართვისა და ადმინისტრირების მაგისტრია, ასევე გავლილი აქვს პრისტონის უნივერსიტეტისა და ESM თბილისის ერთობლივი პროგრამა. სხვადასხვა დროს ის მუშაობდა ბიზნესსექტორში.

შეგახსენებთ, რომ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის შესარჩევად ეკონომიკის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა. სულ კონკურსში 31 განაცხადი იყო შესული. საკვალიფიკაციო განაცხადების შესწავლის შემდეგ დარჩა 4 კანდიდატი, საიდანაც ჩოგოვაძის კანდიდატურა შეირჩა.

დღის ამბები