03 ოქტომბერი 2024,   15:19
ვრცლად
გიორგი ჩოგოვაძე ტურიზმის ახალი სტრატეგიის შემუშავებას აპირებს

"სრულად ვიზიარებ და ვაცნობიერებ იმ პასუხისმგებლობას, რაც დამეკისრა. მით უმეტეს, რომ ტურიზმის სფერო ჩვენი ეკონომიკის პრიორიტეტია და მისი განვითარება ეკონომიკის განვითარების ტოლფასია," - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

ეს განცხადება ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. ჩოგოვაძე მიიჩნევს, რომ ტურიზმის სფერო საქართველოსთვის პრიორიტეტულია, ხოლო მომსახურების სფერო - დასახვეწი. ჩოგოვაძის აზრით, ტურიზმის ადმინისტრაციაში რეფორმები უნდა გატარდეს და სტრატეგია შეიცვალოს, რათა ქვეყანა უფრო მიმზიდველი გახდეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები