03 ოქტომბერი 2024,   15:12
ვრცლად
"ლაფანყურის სპეცოპერაციაზე ანგარიში 10 დღის განმავლობაში გამოაქვეყნდება," - უჩა ნანუაშვილი

სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის ინფორმაციით, ლაფანყურის სპეცოპერაციაზე მომუშავე სპეციალური საბჭო ანგარიშს 10 დღეში გამოაქვეყნებს. განცხადება რამდენიმე წუთის წინ უჩა ნანუაშვილმა გააკეთა.

ომბუდსმენის ინფორმაციით, ანგარიში უკვე მზადაა და ის ძალიან საინტერესო ფაქტებს შეიცავს.

"ჩვენ საზოგადოებას მივაწვდით დოკუმენტირებულ ფაქტებს, რაც გადამოწმდა. ეს იქნება მნიშვნელოვანი ლაფანყურთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებისთვის, რათა დადგეს ობიექტური შედეგი. ეს არის ერთი წლის შედეგი, ის, რაც ჩვენ შევძელით," - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

ომბუდსმენი არ აკონკრეტებს, იკვეთება თუ არა, მასალების შესწავლის შედეგად, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი.

ამავე თემაზე
დღის ამბები