03 ოქტომბერი 2024,   15:17
ვრცლად
პროკურატურა არ არის დამოუკიდებელი, - სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველი მთავარი პროკურატურის მუშაობით უკმაყოფილოა. უჩა ნანუაშვილი ფიქრობს, რომ საგამოძიებო ორგანო ჯეროვნად არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს. მისივე თქმით, პროკურატურა არ არის დამოუკიდებელი დაწესებულება.

„ამ და სხვა ფაქტების გათვალისწინებით მინდა ვთქვა, რომ საქართველოში უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი. ეს უნდა მოხდეს უმოკლეს ვადაში,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

სახალხო დამცველის აზრით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, ასევე სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები ახალმა საგამოძიებო მექანიზმმა უნდა შეისწავლოს.

„ახალი მექანიზმის ფუნქცია უნდა იყოს სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტების შესწავლა. ასევე სწორედ ამ ახალმა მექანიზმა უნდა შეისწავლოს პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები, რათა გამოძიება მიუკერძოებლად და სამართლიანად ჩატარდეს,“ - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები