03 ოქტომბერი 2024,   15:21
ვრცლად
პოლიციამ სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი დედა გამოასახლა

ზღვის უბნის დასახლებაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოქალაქეების გამოსახლების პროცესი გრძელდება. ამჯერად საცხოვრებელი ფართიდან მრავალშვილიანი დედა გამოასახლეს.

მანანა ცხვირაშვილი მცირეწლოვანი ბავშვების დედაა და წასასვლელი არსად აქვს. უცნობია, თუ სად გაათენებს დღევანდელ ღამეს დედა თავის შვილებთან ერთად. საყოფაცხოვრებო ტექნიკა კი მეზობლებთან შეინახა. 

სოციალურად დაუცველი 108 ოჯახი ზღვის უბნის დასახლებაში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილ შენობაში 2003 წლიდან ცხოვრობს. საცხოვრებელი კორპუსი კი 2007 წლიდან ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ირიცხება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები