03 ოქტომბერი 2024,   15:18
ვრცლად
10 წლის შემდეგ მეცხრე ბლოკმა მთელი ქვეყანა კვლავ ჩააბნელა

90–იანი წლების ყველაზე ცნობილი ენერგოობიექტი, რომელიც მუდმივად იყო დაკავშირებული ენერგოკრიზისთან, გუშინ კვლავ სიბნელის მიზეზი გახდა.

ენერგოობიექტი 10 წლიანი პაუზის შემდეგ გუშინ გაითიშა და ამ დრომდე არ ფუნქციონირებს. ახლა შემთხვევის ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ და მეცხრე ბლოკის გათიშვის მიზეზებს სწავლობენ. მეცხრე ბლოკი თითქმის უკვე 20 საათია გაჩერებულია.

გუშინ მოხდარმა ავარიამ მთელი ქვეყანა მართალია მცირე დროით, მაგრამ მაინც ჩააბნელა. ენერგეტიკოსები ირწმუნებიან, რომ სისტემას საფრთხე არ ემუქრება და ეს ჩვეულებრივი ავარიაა.

ამავე თემაზე
დღის ამბები