03 ოქტომბერი 2024,   15:17
ვრცლად
დედაქალაქში მოძრაობა პარალიზებულია (ფოტოები)

თბილისში ერთ საათზე მეტია ავტოსატრანსპორტო გადაადგილება შეზღუდვით ხორციელდება. პარალიზებულია დედაქალაქის ყველა ცენტრალური ქუჩა. საცობებია თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირზე, გმირთა მოედანზე, სააკაძის მოედანზე, ვახუშტი ბაგრატიონის ხიდთან, ყაზბეგის გამზირზე, ვაჟა ფშაველას გამზირზე, მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე.

რამ გამოიწვია დედაქალაქის პარალიზება ამ დრომდე უცნობია. მოძრაობასთან ერთად პარალიზებულია ძირითადი ცხელი ხაზები და საინფორმაციო ცენტრები.

კერძოდ "რუსთავი 2"-ის მრავალჯერ მცდელობის მიუხედავად დაკავშირება ვერ მოხერხდა 112-ის ოფისთან. ასევე დაკავშირება ვერ მოხერხდა ვერც საინფორმაციო ოპერატორებთან 118 08 და 09. 

ფოტოები, რომელსაც გთავაზობთ სოციალურ ქსელში სხვადასხვა მოქალაქეებმა გაავრცელეს. 

დღის ამბები