03 ოქტომბერი 2024,   15:24
ვრცლად
პირველი თოვლი თბილისში (ფოტო და ვიდეო)

ზაფხულის შემდეგ თბილისში პირველი თოვლი მოვიდა. დედაქალაქში წვიმს, თუმცა მის შემოგარენში თოვლის საფარი თვალითაა შესამჩნევი. პირველი თოვლი მოვიდა წყნეთში, კოჯორსა და ტაბახმელაში.

უხვი ნალექის გამო თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. მობილიზებულია ტექნიკა, იყრება მარილი და იწმინდება გზები.

თბილისში ნალექი რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება.

ამ წუთებში თოვს კახეთშიც, თუ რა ვითარებაა რეგიონში მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

ამავე თემაზე
დღის ამბები