03 ოქტომბერი 2024,   17:18
ვრცლად
ღარიბაშვილმა ამერიკულ-ქართული ლაბორატორია დაათვალიერა

ლუგარის ლაბორატორია რეგიონში ერთადერთია და ახლო მომავალში მის ტერიტორიაზე ახალი სასწავლო კომპლექსის აშენება იგეგმება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა დღეს ლაბორატორიის დათვალიერებისას განაცხადა.   

პრემიერმა ხაზი გაუსვა ლაბორატორიის უნიკალურობასა და აშშ-ის მხრიდან განხორციელებული  ინვესტიციის მნიშვნელობას. ამერიკის მთავრობამ ლაბორატორიის მშენებლობაზე 350 მილიონი დოლარი დახარჯა. 

ამერიკის ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა კი განაცხადა, რომ მაშინ, როცა მსოფლიო ებოლის ვირუსის გავრცელების საფრთხის წინაშე დგას, ეს ლაბორატორია შეუცვლელი და უმნიშვნელოვანესია.  „ეს რესურსი საქართველოს საერთაშორისო გლობალური ჯანდაცვის მნიშვნელოვან მოთამაშედ აქცევს,“ - განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორია საქართველოს 2011 წელს გადმოეცა, ეს არის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი, სადაც ბიოუსაფრთხოებისა და სხვა სამეცნიერო მიმართულებით ტარდება კვლევები. აქ სასწავლებლად და პრაქტიკებზე უცხოელი სტუდენტები და მეცნიერები ჩამოვლენ.

 

დღის ამბები