09 ოქტომბერი 2024,   18:20
ვრცლად
აშშ თავდაცვის მდივანი ჩაკ ჰეიგელი გადადგა

ბარაკ ობამას ადმინისტრაციას ერთადერთი რესპუბლიკელი წევრი ტოვებს. თავდაცვის მდივნის ჩაკ ჰეიგელი გადაყენების შესახებ განცხადება ობამამ თეთრ სახლში საგანგებო მიმართვის დროს გააკეთა.

გავრცელებული ცნობით, ბოლო დროს ჩაკ ჰეიგელი ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიის გამო ადმინისტრაციას ხშირად აკრიტიკებდა და გადადგომა პრეზიდენტს თავად შესთავაზა, რაზეც თანხმობა მიიღო. 68 წლის ჰეიგელს თავდაცვის მდივნის პოსტი წელიწად-ნახევარი ეკავა. მანამდე ის სენატის წევრი იყო.

დღის ამბები