03 ოქტომბერი 2024,   15:25
ვრცლად
დიდთოვლობის გამო გომბორის უღელტეხილი ჩაიკეტა

დიდთოვლობის გამო გომბორი-ვაზიანის მიმართულებით მოძრაობა შეზღუდულია. ადგილზე საპატრულო პოლიცია და საგზაო სამსახური მუშაობს. როგორც "კურიერის" ადგილობრივი ჟურნალისტი იტყობინება, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და გზებზე იყრება მარილი. თელავი-გომბორის მიმართულებით კი საპატრულო პოლიციამ ავტომანქანების გადაადგილება აკრძალა. 

გომბორი-ვაზიანის მიმართულებით მოძრაობა მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით არის დაშვებული. 

კახეთში ინტენსიურად თოვს.

 

 

დღის ამბები