03 ოქტომბერი 2024,   15:15
ვრცლად
მერვე სართულიდან გადმოვარდნილი კარადა გამვლელს თავში დაეცა

უბედური შემთხვევა თბილისში. წუხელ ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩის ერთ-ერთი კორპუსის მერვე სართულიდან კარადა გადმოვარდა, რომელიც გამვლელს დაეცა.

მამაკაცმა თავის არეში დაზიანებები მიიღო. ის საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. შემთხვევა ცოტნე დადიანის 34 ნომერში მოხდა.

ადგილზე საპატულო პოლიციის წარმომადგენლები მუშაობდნენ. აღიძრა თუ არა საქმე, ან როგორ გადმოვარდა აივნიდან სხვადასხვა ნივთით სავსე კარადა, ამ დრომდე უცნობია.

დღის ამბები