03 ოქტომბერი 2024,   17:16
ვრცლად
ჰაერის ხარისხის მართვასთან დაკავშირებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

ჰაერის ხარისხის მართვასთან დაკავშირებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელიც საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით ჩატარდა და მას მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია ესწრებოდა.

შეხვედრაზე ჰაერის ხარისხის მართვის გაუმჯობესებისკენ თანამედროვე ევროპული მიდგომისა და პრაქტიკის დანერგვის საკითხები განიხილეს. ასევე იმსჯელეს ქვეყნების დახმარებაზე ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისა და გარემოს დაბინძურების პრევენციის მიმართულებით.

მურღულიას თქმით, ქვეყანას ევროკავშირთან  ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების  შემდეგ სჭირდება საერთაშორისო რეგულაციებთან ჰარმონიოზაციის განხორციელება. 

დღის ამბები