03 ოქტომბერი 2024,   15:19
ვრცლად
პროკურატურა ომბუდსმენის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე 11 საქმეზე მუშაობს

პროკურატურა სახალხო დამცველის ბრალდებას ეხმაურება. საგამოძიებო უწყებაში ამტკიცებენ, რომ ყველა იმ საქმეზე, რომელზეც უჩა ნანუშვილმა ილაპარაკა, ომბუდსმენის აპარატს დასაბუთებული პასუხი გაეცა.

მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნათია სუხიაშვილი აცხადებს, რომ სახალხო დამცველის მიერ პროკურატურისთვის მიწოდებული ინფორმაცია საფუძვლად დაედო 11 სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყებას.

მისივე თქმით, იმ საკითხებზე, რაც სამართალდამცველმა უწყებამ არ გაითვალისწინა, სახალხო დამცველის აპარატს დასაბუთებული პასუხი გასცეს.

შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველმა გუშინ განცხადება გააკეთა, რომ ის ამ დრომდე უშედეგოდ ელოდება გამოძიების დასკვნას იმ ფაქტებზე, რომლებიც მისმა ოფისმა პროკურატურას გადასცა. საუბარია იმ 18 საქმეზე, რომელიც ბოლო პერიოდში პატიმრების მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ეხება.

ამავე თემაზე
დღის ამბები