03 ოქტომბერი 2024,   15:23
ვრცლად
აქციები სოხუმში - რუსეთთან ხელშეკრულების მომხრეები და მოწინააღმდეგეები

დე ფაქტო აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ სოხუმში ორი ურთიერთსაწინააღმდეგო აქცია გაიმართა. აქციები ისე დასრულდა, რომ დაპირისპირება არ მომხდარა.

ოპოზიციურმა პარტია ამცახარამ ხალხს ხელისუფლების მისამართით შემუშავებული რეზოლუცია გააცნო. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, გადაიხედოს პროცედურა, რომლის მიხედვითაც მთავრობა მსგავს პროექტებს იღებს, დემონსტრანტებმა უნდობლობა გამოუცხადეს ე.წ. პრეზიდენტსა და მთავრობას სუვერენიტეტისადმი ზიანის მომტანი შეთანხმების გაფორმების გამო და მსგავსი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ოპოზიციის ჩართვაც მოითხოვეს.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ამცახარა ხალხთან ერთად დღის წესრიგში პრეზიდენტისა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნას დააყენებს.

რუსეთთან გაფორმებული შეთანხმების მხარდამჭერთა აქციაზე კი სიტყვით ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებული ვიცე-პრეზიდენტი გამოვიდა და დოკუმენტის ეკონომიკურ მნიშვნელობაზე ილაპარაკა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები