03 ოქტომბერი 2024,   15:12
ვრცლად
„საზოგადოებამ ხმამაღლა უნდა თქვას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა საშიში დანაშაულია,” - ომბუდსმენი

სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის თქმით, ქართული საზოგადოება ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს საგანგაშო ტენდენციებით ხვდება. სპეციალური განცხადება ამ საკითხზე სახალხო დამცველმა დღეს გააკეთა. 

დღეს მსოფლიო 25 ნოემბერს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის დღეს აღნიშნავს და ამავე დღეს იწყება 16-დღიანი საერთაშორისო კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის დემონსტრირებას.

სახალხო დამცველის თქმით, პრობლემის აღმოსაფხვრელად სათანადო ღონისძიებების გატარებამდე საჭიროა საზოგადოების მიერ პრობლემის აღიარება და მისი მთავარი მიზეზის - გენდერული უთანასწორობის გაცნობიერება.

ომბუდსმენი ხელისუფლების პასიურობასაც ეხება და აცხადებს, რომ მის მოწოდებას - ემსჯელათ და ჩამოეყალიბებინათ ერთიანი ხედვა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად, სამწუხაროდ, რეაგირება ხელისუფლების მხრიდან არ მოჰყოლია.

„საზოგადოებამ უნდა დაარღვიოს დუმილი და ხმამაღლა თქვას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა საზოგადოებისათვის საშიში დანაშაულია,” - ნათქვამია უჩა ნანუაშვილის განცხადებაში.

2014 წელს საქართველოში პარტნიორის ან ყოფილი პარტნიორის მხრიდან ქალთა მკვლელობის 20-ზე მეტი შემთხვევა მოხდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები