09 ოქტომბერი 2024,   20:24
ვრცლად
მოლდოვა საქართველოს გამოცდილების გაზიარებას გეგმავს

საქართველოს პრეზიდენტის და მოლდოვის  თავდაცვის მინისტრის შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.   

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს მოლდოვის თავდაცვის მინისტრს ვალერიუ ტროენკოს შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

როგორც მოლდოვის თავდაცვის მინისტრმა, ვალერიუ ტროენკომ აღნიშნა, მოლდოვა საქართველოს გამოცდილების გაზიარებას გეგმავს. მისი თქმით, განსაკუთრებულ ინტერესს თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმები იწვევს.

მხარეებმა რეგიონული უსაფრთოების საკითხებზეც იმსჯელეს. საუბარი ასევე შეეხო უკრაინაში შექმნილ ვითარებას. 

დღის ამბები