03 ოქტომბერი 2024,   15:22
ვრცლად
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სისტემური პრობლემებია, - კახა კოჟორიძე

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ სასჯელაღსრულების სტრუქტურაში სისტემური პრობლემებია. ის ამ განცხადებით გლდანის მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარ ფაქტებს გამოეხმაურა.

პატიმართა მიმართ გლდანის მერვე საპყრობილეში არასათანადო მოპყრობაზე გასულ კვირას სახალხო დამცველმა ილაპარაკა. 

კახა კოჟორიძე სახალხო დამცველის აპარატს, პროკურატურას და სასჯელაღსრულების სამინისტროს მიმართავს. მისი აზრით, გამოძიება უფრო ეფექტური უნდა იყოს. უნდა შეიცვალონ გამომძიებლები და შეიცვალოს საქმის კვალიფიკაცია.

„ერთია ის, რაც მოხდა 12 ნოემბერს და მეორეა ის, თუ რა რეაგირება აქვს სისტემას ამ პრობლემაზე. სისტემა არაადეკვატურად რეაგირებს. თუ სასჯელაღსრულების სამინისტრო გააკეთებს განცხადებას და სახალხო დამცველს დაადანაშაულებს, რომ საქმე არ იქნა გამოძიებული, მოლოდინი იმისა, რომ ადეკვატურად იქნება საქმე გამოძიებული, არ იარსებებს,“ - აღნიშნა კოჟორიძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები