03 ოქტომბერი 2024,   15:13
ვრცლად
კობი-გუდაურის გზაზე სატვირთო ავტომობილების მოძრაობა შეჩერებულია

კობი-გუდაურის მიმართულებით ავტომობილების მოძრაობა შეჩერებულია. ოცამდე სატვირთო ავტომობილი გუშინდელი ღამიდან მლეთასთან არის გაჩერებული და მათ გზის გაგრძელების საშუალებას არ აძლევენ.

მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ კობი-გუდაურის მონაკვეთზე გზა ჩახერგილი არ არის, საავტომობილო მოძრაობა სატვირთო ავტომობილებისთვის მაინც შეჩერებულია, რადგან, სპეციალისტების განცხადებით, უღელტეხილის მიმართულებით მოძრაობა საფრთხის შემცველია. პრობლემურ მონაკვეთზე სპეცტექნიკა დღეს დილიდან გამოჩნდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები