09 ოქტომბერი 2024,   18:19
ვრცლად
ობამას ადმინისტრაცია აშშ-ის თავდაცვის მდივნის პოსტზე კანდიდატურებს განიხილავს

ობამას ადმინისტრაცია ყოფილი თავდაცვის მდივნის ჩაკ ჰეიგელის შემცვლელის კანდიდატურებს განიხილავს.

გავრცელებული ცნობით, პენტაგონის ხელმძღვანელის პოსტზე თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილე სამხედრო დაგეგმარების საკითხებში მიშელ ფლურნოი, ეშტონ კარტერი და სენატორი ჯეკ რიდი ივარაუდებიან. თუმცა უკვე ცნობილია, რომ ყოფილი მედესანტე რიდი სენატორის სავარძლის დათმობას არ აპირებს.

მისი პრესმდივნის განცხადებით, სენატორს მუშაობის გაგრძელება სენატში სურს და თავდაცვის მდივნის თანამდებობის დაკავებით დაინტერესებული არ არის.

სავარაუდოდ, ახალი ხელმძღვანელი პენტაგონს იანვრიდან ეყოლება. ჩაკ ჰეიგელმა პოსტი ოფიციალურად გუშინ დატოვა. მიზეზად ობამას ადმინისტრაციასთან მთელ რიგ საკითხებზე უთანხმოება სახელდება.

დღის ამბები