03 ოქტომბერი 2024,   15:20
ვრცლად
გომბორის უღელტეხილზე მოძრაობა თავისუფალია

გომბორის უღელტეხილზე ავტომობილების გადაადგილება შეუზღუდავია. ინფორმაციას ამის შესახებ გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „კურიერში“ საუბრისას ნუგზარ გასვიანმა აღნიშნა, რომ გომბორის უღელტეხილზე თოვლის საფარისგან გზა გაწმენდილია და თავისუფლად გადაადგილება ყველა სახის ავტომობილისთვის დასაშვებია.

ნუგზარ გასვიანის განცხადებით, ზამთრის რეჟიმია გამოცხადებული გუდაური-ლარსის გზის მონაკვეთზეც, სადაც მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტომობილების გადაადგილება მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა დასაშვები. არსებული ინფორმაციით, ამ შეზღუდვის გამო გუდაურიდან ფოსტის მიმართულების გზაზე სატვირთო ავტომობილებია გაჩერებული.

შეზღუდვა მოქმედებს ლარსის მიმართულებით მოძრავი ავტომობილებისათვის. აქ მოძრაობა თავისუფალია, თუმცა აკრძალვა ეხება გადაადგილების დროს შეჩერებას ან გაჩერებას.

ამავე თემაზე
დღის ამბები