03 ოქტომბერი 2024,   15:14
ვრცლად
მსოფლიოში ყველაზე დიდი, 45-მეტრიანი ნაძვის ხე გერმანიაში დადგეს

მსოფლიოში ყველაზე დიდი ნაძვის ხე გერმანიის ქალაქ დორტმუნდში დადგეს. მისი სიმაღლე 45 მეტრია და 48 ათასი ნათურითაა მორთული.

ხის წვერზე დამონტაჟებულია ანგელოზის ქანდაკება, რომლის სიმაღლე 4 მეტრია. საშობაო ნაძვის ხე დორტმუნდის უძველესი ბაზრობის წინ მორთეს, სადაც 300-ზე მეტი მაღაზია მდებარეობს.

ეს არის ერთადერთი ადგილი მთელს გერმანიაში, სადაც მოზეიმეებს თავად შეუძლიათ საშობაო მონეტებისა და მისალოცი ბარათების დამზადება, რომლებსაც სიმბოლურად ამ ბაზრობის მარკებს აკრავენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები