03 ოქტომბერი 2024,   15:21
ვრცლად
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მრგვალ ბაღთან აქცია გაიმართა

ქალთა ძალადობის წინააღმდეგ მიმართული აქცია გაიმართა თბილისში. აქციის ორგანიზატორი პარტია „ქართული ოცნება“ იყო და აქციაშიც ხელისუფლების წარმომადგენელი ქალები მონაწილეობდნენ.

„დღეს ერთიანდება აბსოლუტურად ყველა ის ადამიანი, ვინც არის ძალადობის წინააღმდეგ. ბოლო პერიოდში არის განსაკუთრებულად ჩვენი მხრიდან ყურადღება მიქცეული, რომ მაქსიმალურად ავირიდოთ თავიდან მსგავსი ფაქტები,“ - განაცხადა მმართველი გუნდის წარმომადგენელმა ეკა ბესელიამ.

25 ნოემბერს ცივილიზებული სამყარო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. მოქალაქეები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ თავიანთ პროტესტს ამ წუთებში პარლამენტთან გამოხატავენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები