03 ოქტომბერი 2024,   15:22
ვრცლად
ქალზე ძალადობა დანაშაულია, შეაჩერე! - აქცია პარლამენტთან [ფოტოები]

თბილისში, რუსთაველის გამზირზე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული აქცია მიმდინარეობს. ამ აქციით საქართველო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს უერთდება.

პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს შეუერთდა ძალადობის მსხვერპლი ერთ-ერთი ქალის გიტა უჩავას დედა. ახალგაზრდა ქალი ქმრის მიერ ძალადობის მსხვერპლი გახდა. მოკლულის დედა დღეს აქციაზე შვილის ფოტოსურათით მივიდა.

აქციები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოს მასშტაბით 20-ზე მეტ ქალაქში იმართება.

ოფიციალური მონაცემებით, 2014 წელს საქართველოში ოჯახური ძლადობის მსხვერპლი გახდა 20-ზე მეტი ქალი.

ამავე თემაზე
დღის ამბები