03 ოქტომბერი 2024,   15:18
ვრცლად
არა ძალადობას! - შინაგან საქმეთა სამინისტრო კამპანიას იწყებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, „არა ძალადობას!“ კამპანიის ფარგლებში, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანიის პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პრეზენტაციაზე ოჯახური ძალადობის თემაზე გადაღებული ვიდეორგოლის „ძალადობა დასჯადია“ ჩვენება გაიმართა.

კამპანიის მიზანია საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით. საინფორმაციო კამპანია მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება, დაგეგმილია შეხვედრები საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელებაში ჩაერთვება ჯანდაცვის სამინისტროც. მინისტრის ინფორმაციით, ეს იქნება თანამშრომლობა სოციალური მუშაკებისთვის უფრო ეფექტური ფუნქციების მინიჭების მიზნით.

„ჩვენ ამ საკითხზე აქტიურად ვთანამშრომლობთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ახლავე გეტყვით, რომ მიღებული იქნება ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც საუკეთესოდ შეასრულებს ამ ამოცანას,“ - განაცხადა დავით სერგეენკომ. მისივე თქმით, ქვეყანაში არ არსებობს ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის პრობლემა.

დღის ამბები