03 ოქტომბერი 2024,   15:12
ვრცლად
გიორგობა გორიჯვარზე - მსხვერპლშეწირვის ტრადიცია (ვიდეო)

ტრადიციულად გიორგობა გორიჯვრის მთაზე 23 ნოემბერს აღინიშნა. მოქალაქეების ნაწილმა ღამის თევის შემდეგ გორიჯვრის მიმდებარე ტერიტორიაზე იქეიფა.

ამაში განსაკუთრებული არაფერი იქნებოდა, რომ არა ჩვეულება, რომლის მიხედვითაც გორიჯვრის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოველთა სასაკლაო ეწყობა ხოლმე.

მსხვერპლშეწირვის ტრადიცია საზოგადოების ნაწილში კვლავ არსებობს და, შესაბამისად, დღესასწაულის აღსანიშნავად მისულმა მოქალაქეებმა გზად ოთხფეხა ცხოველები, ძირითადად ცხვრები, ეკლესიის მახლობლად დაკლეს.

დღესასწაულის შემდეგ ადგილი მოინახულა ერთ-ერთმა მოქალაქემ ნიკა ბერულავამ და ე.წ სასაკლაო ვიდეოთი გადაიღო. ბერულავამ ვიდეორგოლი სოციალურ ქსელში გაავრცელა და მოქალაქეებს მისი გაზიარებისკენ მოუწოდა.

დღის ამბები