03 ოქტომბერი 2024,   15:17
ვრცლად
ენერგეტიკის სფეროში ვითარება არ გაუარესებულა, - სახელმწიფო ელექტროსისტემა

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში ენერგეტიკის კუთხით ვითარება არ გაუარესებულა. ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, მომხდარი სისტემური ავარიებით გამოწვეული სრული ჩაქრობები 2014 და 2012 წლებში იდენტურია, 2013 წელს კი სრული ჩაქრობა არ მომხდარა.

სახელმწიფო ელექტროსისტემის სტატისტიკური მონაცემები 2002-2014 წლების პერიოდს მოიცავს. სწორედ ამ ინფორმაციის თანახმად, ყველაზე ხშირად ენერგოსიტემაში სისტემური ავარიები და გათიშვები 2003 წელს 7-ჯერ, 2004 წელს 5-ჯერ, ხოლო 2002 წელს 3-ჯერ მოხდა.

რაც შეეხება 2005 და 2010 წლებში სისტემაც და სრული გათიშვაც 2-ჯერ, 2006-2009 და 2011 წლებში კი საერთოდ არ მომხდარა.

ოფიციალურ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს. მისი ხელმძღვანელი ოფიციალურ განცხადებასაც აკეთებს.

„ენერგეტიკა არ არის პოლიტიკა და ენერგეტიკა არის ჩვენი ხალხისთვის და მათი კეთილდღეობისთვის მუშაობა! ამიტომ მე გავაკეთე სტატისტიკა გათიშვების შესახებ წლების მიხედვით, რომელიც ჩემი სამსახურიდან მოვიპოვე და სპეციალურად ვაქვეყნებ გუშინდელი შეშფოთებული ხალხისთვის (არ გეგონოთ, რომ მე არ მესმის, ან ჩემზე არ მოქმედებს უშუქობა). იმედია, ყველა მიხვდება, რომ ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა და არ შეიძლება ამ თემით სპეკულირება, დაპირისპირება და ასე შემდგომ," - აცხადებს ნინო ჯერანაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები